საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიღება გარკვეული ვადით გადაიწევს

საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიღება გარკვეული ვადით გადაიწევს. ამასთან, აღნიშნულ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება.

პარტია „მოქალაქეებსა" და „ქართულ ოცნებას" შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, საარჩევნო რეფორმის პროექტი ძალაში 1 მაისიდან უნდა შესულიყო.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განმარტა, იმის გამო, რომ ინიცირებული პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და ამ დრომდე მის დასკვნას ელოდნენ, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, პროექტის მიღების ვადის გადაწევის თაობაზე.

„ამას ემატება ისიც, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შემოვიდა. აღნიშნული პროექტის განხილვაში მათი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. უპრიანია, ინიცირებული კანონპროექტი უფრო ფართოდ განვიხილოთ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს