ვენეციის კომისია - მივესალმებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, თუმცა გასათვალისწინებელია გარკვეული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი სიცხადე

ვენეციის კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებშიც გათვალისწინებულია მისი რამდენიმე წინა რეკომენდაცია. ამის მიუხედავად, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა გათალისწინებაც უნდა მოხდეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა და სამართლიანი მოპყრობა ყველა კანდიდატის მიმართ, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას ეხება.

ვენეციის კომისია მიესალმა ცვლილებებს, რომელშიც აღნიშნულია კანდიდატთა თანასწორი მოპყრობის პრინციპი, მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების შერჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის მიმცემი წევრების ვინაობის გასაჯაროება.

ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ გასაჩივრების პროცესთან ერთად შემოთავაზებული გამჭვირვალობის დონე გარკვეულწილად უნდა გაუმჯობესდეს. რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდგომი გასაჩივრებისთვის.

ამასთან, ვენეციის კომისია იმეორებს თავის ადრინდელ რეკომენდაციას განხილულ იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატზე უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრების შემდეგ. გარდა ამისა, დანიშვნის პროცედურა უნდა გადაიდოს, სანამ პალატა მიიღებს გადაწყვეტილებას.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ეს რეკომენდაციები შემუშავებულია გასაჩივრების მნიშვნელოვანი უფლების უზრუნველსაყოფად. არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი გასაუბრება უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალი გასაუბრება ახალი წესების მიხედვით იმართება, სიფრთხილეა საჭირო, რადგან იწვევს შეშფოთებას კანდიდატთა მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით,“- აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანდიდატებთან თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად შეიძლება საჭირო გახდეს შერჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასკვნის წარდგენა მოთხოვნილია საქართველოს პარლამენტის სპიკერის მიერ 2021 წლის 8 აპრილს.

იხილეთ ვიდეო:ვენეციის კომისია - მივესალმებით "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებს, თუმცა გასათვალისწინებელია გარკვეული რეკომენდაციები

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო