ვატო შაქარიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებზე - მოდის უდიდესი დღესასწაული, აღდგომა და ჩვენ გვინდა, რომ ეს ბიჭები სასამართლო გადაწყვეტილებას დაელოდონ საკუთარ სახლებში

მოდის უდიდესი დღესასწაული აღდგომა და ჩვენ გვინდა, რომ ეს ბიჭები სასამართლო გადაწყვეტილებას დაელოდონ საკუთარ სახლებში. ვიდეოჩანაწერებშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს პროფესიულ ნიადაგზე არ მომხდარა, - ამის შესახებ მოძრაობა „აი-იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს მსუბუქი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან და სასამართლოს პრაქტიკაა, მსუბუქ მუხლებზე გამოიყენოს მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება.

„დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია და იქამდე, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება დადგება, როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედიის მხრიდან ხდება სახელდება, რომ ისინი არიან მოძალადეები, ხდება ოჯახებზე შეურაცხყოფა. ჩვენ ვემიჯნებით ამ ყველაფერს, ეს არის მსუბუქი მუხლი და სასამართლოს პრაქტიკაა, მსუბუქ მუხლებზე გამოიყენოს მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, ამას ვითხოვთ ჩვენც. ჟორიკა რურუა არის დღეს თავისუფლებაზე და გიორგი მუმლაძე, რომელმაც დაკბინა პოლიციელები, მალე ნიკა მელიაც გამოვა. მოდის უდიდესი დღესასწაული, აღდგომა და ჩვენ გვინდა, რომ ეს ბიჭები სასამართლო გადაწყვეტილებას დაელოდონ საკუთარ სახლებში. ვიდეოჩანაწერებშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს პროფესიულ ნიადაგზე არ მომხდარა, იყო ეს კონფლიქტი დანაშაული თუ არა უნდა შეაფასოს სასამართლომ და მოგიწოდებთ, ნუ არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას”, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის და ვაჟა გიგაურისთვის შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

სამართალდამცავებმა სამივე პირი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა