თეონა აქუბარდია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე - კანონპროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს

ჩვენ ვითხოვთ კანონპროექტის იმ გონივრულ ვადაში განხილვას, სადაც ჩვენ შეგვეძლება მონაწილეობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო და პროკურატურა არ არსებობს.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ სამოქალაქო აქტივისტების სამართლიანი პროტესტი იმ დაჩქარებული წესით გატანილ კანონპროექტზე, რომელიც აბსოლუტურად არღვევს შეკრების და მანიფესტაციების კონსტიტუციურ უფლებას, თქვენ ნახეთ სამი დღის მანძილზე აპირებს „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას და დღეს არის ბოლო ვადა, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს საკითხი იდგა გუშინ პლენარულ სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად ჩაერთვებოდით, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სართლიანი იყო ის გულისწყრომა, რაც იყო სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. ეს ცვლილება არღვევს ადამიანის უფლებებს, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას, რადგან ქვეყანაში, სადაც არ არის თავისუფალი სასამართლო, პროკურატურა არის მიკერძოებული, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამიზნულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დასჯა მოხდეს ადამიანების, რომლებიც გამოხატავენ მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ ვითხოვთ ამ კანონპროექტის იმ გონივრულ ვადაში განხილვას, სადაც ჩვენ შეგვეძლება მონაწილეობა", - განაცხადა აქუბარდიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს