ნიკა მელიას საქმის პროკურორი - თუ დაცვის მხარე შეასრულებს გირაოს პირობებს, ბრალდების მხარე თავად იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე გამოცხადდა მოუმზადებელი და და დააყენა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რაც დასაბუთებული იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ ძალაშია პროკურატურის შეთავაზება აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებით, იმ შემთხვევაში თუკი დაცვის მხარე გირაოს პირობებს შეასრულებს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა მომხდარიყო დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვის წარდგენა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რაც დასაბუთებული იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით. არცერთი სამართლებრივი არგუმენტი მათ არ წარმოუდგენიათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურების მცდელობას. რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის შეთავაზება არის ძალაში და დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ისარგებლოს ამ შეთავაზებით.

თუ დაცვის მხარე შეასრულებს გირაოს პირობებს ბრალდების მხარე არათუ დაეთანხმება ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას, არამედ თავად იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, არც დაცვის მხარეს და არც სხვა პირს ბრალდებულის სახელით არ მოუმართავს საქართველოს პროკურატურისათვის გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს