დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდა

დღეს, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდა.

ტრადიციულად, ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, თუმცა წელს წირვამ აღნიშნული რიტუალის გარეშე ჩაირა.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:30 საათზე დაიწყება.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.

იხილეთ ვიდეო:დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა