პაატა მანჯგალაძის განცხადებით, შეთანხმებით, ამნისტიის გავრცელება 20 ივნისთან დაკავშირებულ ჰიპოთეტურ დანაშაულებზე გათვალისწინებული არ ყოფილა

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, შეთანხმებით, ამნისტიის გავრცელება 20 ივნისთან დაკავშირებულ ჰიპოთეტურ დანაშაულებზე გათვალისწინებული არ ყოფილა.

მისი თქმით, არსებობს შეთანხმების მიმდინარეობის პროტოკოლი და ჩანაწერში დაზუსტებულია, რომ ხელისუფლების ინტერესი იყო ამნისტიის გავრცელება სამ პოლიციელზე, ხოლო საუბარი ჰიპოთეტურ დანაშაულებზე არ ყოფილა.

„მმართველი გუნდის პროექტით არის განუსაზღვრელი პირთა წრე, ჩვენი კოდექსით განსაზღვრულია პირთა წრე, ვისზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია, ეს ხელისუფლების ვერსიაში არ არის განჭვრეტადი.

ყველაზე ჰიპოთეტურად არ ყოფილა საუბარი, არსებობს შეთანხმების მიმდინარეობის პროტოკოლი, სადაც ჩანაწერში დაზუსტებულია, რომ ხელისუფლების ინტერესი იყო მისი გავრცელება სამ პოლიციელზე, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ეს არის რეალობა და ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ფართო ინტერპრეტაცია. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ იმ დღეს ჩადენილია სხვა დანაშაულიც და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, მიტინგის დაშლის, მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს, ეს სხვა რეალობაა და გამოვიდნენ, აღიარონ, რომ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა