ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - მინდა მოვუწოდო ნიკა მელიას, განიხილოს ევროპელი კოლეგების მხრიდან შეთავაზებული გარანტიების მიღება

მინდა მოვუწოდო ნიკა მელიას, რომ განიხილოს ევროპელი პოლიტიკური კოლეგების მხრიდან შეთავაზებული გარანტიების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და პარლამენტის არჩეული დეპუტატები შეუერთდნენ შეთანხმებას,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ის რომ ყველა პარტია ხელს მოაწერს შეთანხმებას, მისი იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესს ბევრად უფრო გაამარტივებს და ამასთანავე ცხადყოფს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზადყოფნას აცხადებს, გაჰყვეს ევროატლანტიკურ კურსს.

მისივე განმარტებით, ლიეტუვას თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეუძლია უჩვენოს კარი, გაუხსნას და გაუძღვეს მისკენ, მაგრამ საქართველო არის ის მხარე, რომელმაც ამ კარში უნდა გაიაროს, ამიტომ მხოლოდ ქართულ მხარეზეა დამოკიდებული თუ როგორ სურს გზის გაგრძელება.

„ლიეტუვა მხარს დაუჭერს ევროკავშირისა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომ აქტიური მონიტორინგი განახორციელონ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. ლიეტუვას სჯერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის და მზად არის დაეხმაროს საქართველოს მიზნის მიღწევაში. რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმებს, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური საელჩო საქართველოში, მაგრამ მე ასევე ვარ ხელმისაწვდომი და მზად ვარ დავბრუნდე საქართველოში, თუ ამის საჭიროებას ვინმე დაინახავს.

ერთი რაღაც მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო -შეთანხმება იყო შეთავაზებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ მას ხელი მოეწერა და იმპლემენტაცია უნდა განხორციელედეს ქართული მხარის მიერ. ეს მხოლოდ ქართველებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, როგორ სურთ გზის გაგრძელება. ჩემი ვიზიტის ძირითადი ფუნქცია არის უპირველეს ყოვლისა, მოსმენა და იმის გაგება თუ რა არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პოზიცია. ჩვენი გამოცდილებიდან ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ კარი, გავხსნათ კარი, გავუძღვეთ კარისკენ, მაგრამ საქართველოა ის მხარე, რომელმაც უნდა გაიაროს ეს კარი. ასე რომ, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებისას ჩვენ განვიხელეთ ნდობის აღდგენის სხვადასხვა შესაძლებლობა და იმ ჭრილობების მოშუშების შესაძლებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიყენებული, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ან არ იქნება მიღებული ეს მთლიანად ქართულ მხარეზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს