მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებში მყოფ გია გაჩეჩილაძეს ჰკითხა, პირადად იცნობს თუ არა ბრალდებულებს, ან მათი ქცევის გაკონტროლებას როგორ აპირებს

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების თავდებში მყოფ ერთ-ერთ პირს, მომღერალ გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) კითხვით მიმართა, პირადად იცნობს თუ არა ბრალდებულებს, ან მათი ქვევის გაკონტროლებას როგორ აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულები კეთილშობილი ადამიანები არიან და მათ გასაჭირში უნდა დაეხმარონ.

„ეს საქმე ძალიან გახმაურდა, არაერთი გადაცემა გავაკეთეთ, მოწვეული გვყავდა ბრალდებულების ახლობლები, მშობლებს შევხვდით, მათ აქამდე დანაშაული არ ჩაუდენიათ, ნასამართლევი არ არიან, თავიანთ წრეში სხვა სახელით სარგებლობენ. აუცილებელია, ამ ადამიანებს გაჭირვებაში დავეხმაროთ. გადავწყვიტეთ, ჩვენ ავიღოთ მათი თავდებობა. ისინი უკეთილშობილესი ადამიანები არიან, თუ ჩვენ ამაში შევცდებით, ჩვენ ვიკისრებთ, ის თანხები დავფაროთ, რაც იქნება", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მოსამართლემ მსგავსი კითხვებით თავდებში მყოფ დანარჩენ პირებს, ვატო შაქარიშვილს და დავით ხურცილავასაც მიმართა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირის - სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილის და ვაჟა გიგაურისთვის შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

სამართალდამცავებმა სამივე პირი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა