დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას ჩინური ვაქცინების საქართველოში ტრანსპორტირების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს ჩინური ვაქცინების საქართველოში ტრანსპორტირების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მადლიერი ვარ, ძვირფასო პიტერ შენი წვლილისთვის, რომ მომხდარიყო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საქართველომდე უვნებლად ტრანსპორტირება. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის!"-წერს ზალკალიანი და ეხმიანება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ იტვირთება ჩინეთიდან უნგრეთისა და საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინები უნგრულ თვითმფრინავში.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილო ვაქცინები, რომლის ტრანსპორტირებაც უნგრულმა მხარემ განახორციელა თბილისში დღეს ჩამოვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს