მეუფე შიო - რა შეუძლია ადამიანს, უძლურს და ცოდვილს, ღმერთს მისცეს, რა გვაქვს ჩვენ? მხოლოდ ის, რომ ვეცადოთ, ღმერთის ნება შევასრულოთ და მისი მადლობლები ვიყოთ

ღმერთის ნებაა ჩვენ ვმონაწილეობდეთ ზიარების საიდუმლოებაში, ეს არის მისი სურვილი, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა, სადაც დიდი ხუთშაბათის მსახურება აღევლინა.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, ვნების კვირა ის პერიოდია, როდესაც თვალწინ იშლება იესო ქრისტეს ცხოვრება

„ვნების კვირა არის პერიოდი, წელიწადის განმავლობაში, როდესაც ჩვენს თვალწინ იშლება უფალი იესო ქრისტეს ცხოვრება, განსაკუთრებული სიძლიერით. ის, თუ რა გააკეთა მან, კაცობრიობისთვის, დაცემული ადამიანისთვის. ამ ვნების კვირაში დიდი ხუთშაბათიც განსაკუთრებული დღეა, როდესაც გამოვლინდა მისი დიდი სიყვარული. დიდ ხუთშაბათს მან, ბოლოჯერ შეკრიბა მისი მოწაფეები, დაბანა მათ ფეხები სერობის წინ და ამ საიდუმლო სერობაზე დაარსა ევქარისტიის საიდუმლოება, ზიარების საიდუმლოება, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა. ეს საიდუმლო სერობა, ის ლიტურგია, ევქარისტია, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ ჩაატარა და აღასრულა, არის იგივე, რაც ყველა ტაძარში სრულდება. ჩვენი ყველა წირვა, ლიტურგია, რომელიც ჩვენს ტაძრებში სრულდება, არის იმ ლიტურგიის ნაწილი. ვინაიდან ის სერობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დროის მიღმიერია, უდროობაში აღსრულდა ეს, ამიტომ დედამიწაზე აღსრულებული ყოველი ლიტურგია არის მისი ნაწილი. მარადიულად განიტეხება ეს პური, იმ საიდუმლო სერობაზე აღსრულებული და ჩვენ ვეზიარებით იმ სერობას, უფალი იესო ქრისტეს მიერ შესრულებულს. ამ საიდუმლოებას ევქარისტია, ანუ მადლიერება ეწოდება. ეს არის უმაღლესი ფორმის მადლიერების გამოვლინება ადამიანის მიერ. რა შეუძლია ადამიანს, უძლურს და ცოდვილს, ღმერთს მისცეს, რა გვაქვს ჩვენ? მხოლოდ ის, რომ ვეცადოთ, ღმერთის ნება შევასრულოთ და მისი მადლობლები ვიყოთ. ღმერთის ნებაა ჩვენ ვმონაწილეობდეთ ზიარების საიდუმლოებაში, ეს არის მისი სურვილი", - ბრძანა მეუფე შიომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა