გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ვფიქრობ, საქართველოში ვითარება გვარდება, რასაკვირველია, არ მინდა ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო,  დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება მიღებული დოკუმენტის განხორციელება

ჩვენამდეც მოვიდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, შესწევდა თუ არა საქართველოს თავისი შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარების უნარი. სიტყვებმა, რომლებსაც ვისმენდით, ჩვენი, როგორც მეგობარი ქვეყნის შეშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიიჩნევს თუ არა, რომ საქართველომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გარკვეულწილად გადაუხვია ევროატლანტიკური კურსიდან.

მისი განმარტებით, იმ პრობლემების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს, მათ შორის მიმდინარე ოკუპაციისა და რუსეთის მზარდი აქტივობის პირობებში, ყველაზე ნაკლებად რისი მოსმენაც მეგობრებს სურთ, არის საქართველოს ევროპული სწრაფვის ეჭვქვეშ დაყენება.

„შემიძლია გულწრფელი ვიყო და ვთქვა, რომ რასაკვირველია, ჩვენამდეც მოვიდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, შესწევდა თუ არა საქართველოს თავისი შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარების უნარი. სიტყვებმა, რომლებსაც ჩვენ ვისმენდით, ჩვენი, როგორც მეგობარი ქვეყნის შეშფოთება გამოიწვია.

სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს საქართველოში, მაგრამ ვფიქრობ ცოტა დავაგვიანე, რადგან შეთანხმება უკვე ხელმოწერილია, თუმცა ეს კარგი ნიშანია. ამის მიუხედავად, ყველა იმ პრობლემის ფონზე, რომელიც თქვენ გაქვთ, ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აქტივობის გაზრდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში, უკანასკნელი რამ, რაც ჩვენ გვსურს, არის ის, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვაში. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება გვარდება, რასაკვირველია არ მინდა ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო, დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება მიღებული დოკუმენტის განხორციელება,“- განაცხადა ლანდსბერგისმა.

იხილეთ ვიდეო:გაბრიელიუს ლანდსბერგისი - დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება მიღებული დოკუმენტის განხორციელება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა