2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 728 600 შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით მეტია

2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 796.2 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 932.4 ათასი.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 017) და დადებითი მიგრაციული სალდო (15 732). 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.5%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.2%, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.2%.

2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 796.2 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 932.4 ათასი. წინა წელთან შედარებით კაცების და ქალების რიცხოვნობა 0.3%-ით გაიზარდა. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 ერთეულით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი.

„2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი 38 წელს შეადგენს. 2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74 264 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1%-ით შემცირდა და 89 996 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.8% და ემიგრანტების 86.2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2020 წელს, იმიგრანტების 74.1%- ს, ხოლო ემიგრანტების 58.4%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა