თენგიზ ცერცვაძე - კლინიკებში ადგილებზე ჯერჯერობით პრობლემა არ არის - თუ პაციენტს უარს ეტყვიან ან დაუგვიანებენ ჰოსპიტალიზაციას, ეს მხოლოდ ბიუროკრატიის ბრალია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში არც ადგილების, არც სუნთქვის აპარატების და პერსონალის ნაკლებობა არ არის.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსისთვის მობილიზებული 6 000 საწოლიდან დაკავებული 3 600-ია.

„ადგილებზე ჯერჯერობით არავითარი პრობლემა არ არის. 3 600 კაცი წევს და 6 000 ადგილია მობილიზებული. სუნთქვის აპარატების, ჟანგბადის და ექიმების პრობლემა არ არის. დღეს, თუ რომელიმე პაციენტს უარს ეტყვიან ან დაუგვიანებენ ჰოსპიტალიზაციას, ეს მხოლოდ მათი ბიუროკრატიის ბრალია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო