გია გაჩეჩილაძე - ძალიან ვწუხვარ, თუ ვახო სანაიას ბავშვმა დაიწყო ტირილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რადგან ბავშვმა დაიწყო ტირილი, ამიტომ ცხოვრება უნდა დავუნგრიოთ ადამიანებს?!

რადგან ვახო სანაიას ბავშვმა დაიწყო ტირილი, ამიტომ ცხოვრება უნდა დავუნგრიოთ ადამიანებს?! - ამის შესახებ ჟურნალისტებს მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი იმართება.

მისივე თქმით, სანამ თავდასხმაში ბრალდებულებს ბრალი არ დაუმტკიცდებათ, ისინი საპყრობილეში არ უნდა იყვნენ.

„მე არ ვემხრობი იმას, რომ სანამ ამ ადამიანებისთვის სასჯელი არ გამოუტანიათ, მათ მოძალადეები და დამნაშავეები ვეძახოთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მეორეს დააბრალოს ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ეს ტელევიზიებმა ისე გააფორმონ, რომ დაუნგრიონ ადამიანს ცხოვრება. მე ამას არ ვემხრობი. ამიტომაც გუებნებით, სანამ ადამიანებს სასამართლოს გზით თავისი სახელი დაერქმევათ, მანამდე ნუ იყენებთ სიტყვას „მოძალადე“, „დამნაშავე“, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ჰყავთ შვილები, ოჯახები და არ შეიძლება, რომ ბავშვებმა გაიგონ, მამამისი არის მოძალადე, თუ ის არ არის მოძალადე. ძალიან ვწუხვარ, თუ ბავშვმა დაიწყო ტირილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და რადგან ბავშვმა დაიწყო ტირილი, ამიტომ ცხოვრება უნდა დავუნგრიოთ ადამიანებს?! მე მაქვს განცდა, რომ ისინი უსამართლოდ არიან ციხეში. ჩემი მოთხოვნაა სასამართლომდე ეს ბიჭები გათავისუფლდნენ და დაელოდონ გამოძიებას საკუთარ ოჯახებში, საკუთარ სახლებში. აღდგომა მოდის და უნდა ვიყოთ ცოტა უფრო შემწყანრებლები ადამიანების მიმართ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა