მარნეულის საკრებულოს შენობასთან გიორგი მუმლაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულია გიორგი მუმლაძეც.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

ისინი საკრებულოს შენობაში შესვლას და განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ მოხდა აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა