გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული ქაფშიას მარაგების კვლევა ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურმა კომისიამ აღიარა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიულ წყლებში ქაფშიას მარაგების ჰიდროაკუსტიკური კვლევა ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, კვლევა თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოხდა. რითაც, გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, მარაგი ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრათ.

„კვლევისას სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ამერიკული წარმოების სპეციალიზირებული სამეცნიერო-კვლევითი ექოსაუნდერით ქაფშიის შეჯგუფებების ფიქსირება და ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა განხორციელდა. ამავდროულად, წარმოებული იქნა ზღვის ჰიდროლოგიური მაჩვენებლების შესწავლა. აღებული იქნა თევზის სინჯები და შეფასდა ქაფშიას პოპულაციის ასაკობრივი და ზომა-წონითი მაჩვენებლები. ასევე, განისაზღვრა ძირითადი სარეწაო ობიექტის მარაგის რაოდენობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევა, პირველად იქნა აღიარებული გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ. კვლევის საფუძველზე, შესაძლებელია შავი ზღვის ძირითადი სარეწაო ობიექტის - ქაფშიას მარაგების სრულყოფილი შეფასება და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა. რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას”,- ნათქვამია ინფორმაციში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო