გულია გოცირიძემ გლდანის მცხოვრებლებს სააღდგომო ნობათი გადასცა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გულია გოცირიძემ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს წევრმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებაც აღუთქვა.

„დღეს ბრწყინვალე აღდგომის მოახლოებული დღესასწაული გლდანის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს მივულოცეთ. მიხარია, რომ ყოველწლიური ტრადიცია არც წელს დარღვეულა და კვლავ არაერთ ოჯახს ვესტუმრეთ. თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას აგრძელებს”,- განაცხადა გულია გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა