აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ზუგდიდში, ტრენინგში მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად „ბიბლუსის“ წიგნები და სერტიფიკატები გადასცა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ ზუგდიდში, ტრენინგში „ალგორითმული აზროვნება და პროგრამირება“ მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად „ბიბლუსის“ წიგნები და სერტიფიკატები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, ლევან თევზაია ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლას სტუმრობდა. მინისტრმა მოსწავლეებს აღნიშნულ პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ესწრებოდა.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, „პითაგორას აკადემიას“ მხარდაჭერით დევნილი მოსწავლეებისთვის -„ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ტრენინგი რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ცნობით, კურსი მოიცავდა 12 აკადემიურ საათს, რომლის ფარგლებში მოზარდებმა ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტური საკითხები, ლოგიკური აზროვნების განვითარება და პროგრამირების შესავალი გაიარეს.

აღნიშნულ პროგრამაში აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო