გია ვოლსკი - თუ გამოეთიშე ქვეყნის ნგრევას და კარგი ნაბიჯი გადადგი, მაშინ გეყოს ვაჟკაცობა, ინტელექტი და პასუხისმგებლობა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტში იმუშავო

თუკი გამოეთიშე ქვეყნის ნგრევას და კარგი ნაბიჯი გადადგი, მაშინ გეყოს ვაჟკაცობა, პროფესიონალიზმი, ინტელექტი და პასუხისმგებლობა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტში იმუშავო,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეთანხმებაზე ხელისმომწერი ოპოზიციური პარტიებისა და დეპუტატების პოზიციას, რომ ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებამდე, სრულფასოვან საპარლამენტო მუშაობაში არ ერთვებიან.

ვოლსკის თქმით, ისინი ცდილობენ დესტრუქციულ ფორმატში გააგრძელონ საქმიანობა.

„ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, თავგამოდებით ცდილობს, როგორმე დააბალანსოს თავის მდგომარეობა და მაინც დესტრუქციის ფორმატში ჩაჯდეს, რომელშიც ადრე იმყოფებოდნენ. აქ ევროკავშირის, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია მეორე პლანზეა გადასროლილი. მერკანტილური მოსაზრებებიც არის იმაში, რომ იყო რადიკალურ მხარეს, არ მუშაობდე პარლამენტში და ამით გარკვეულ პიზიციონირებას აკეთებდე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ქუჩაში აგინებენ და იმ საერთო გეგმის მოღალატეებს უწოდებენ, რასაც საქართველოს ერთობლივი ნგრევა ჰქვია. თუკი გამოეთიშე ამ ნგრევას, კარგი ნაბიჯი გადადგი, მაშინ გეყოს ვაჟკაცობა პროფესიონალიზმი, ინტელექტი და პასუხისმგებლობა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რომ იმუშავო პარლამენტში, სამწუხაროდ, ამის დემონსტრირება არ ხდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა