სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ თავისუფალი თეატრის მიმდებარედ არსებული ხეივნისთვის ნიკო გომელაურის სახელის მინიჭებაზე იმსჯელა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლებმა, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასა და თავისუფალი თეატრის სახატვრო ხელმძღვანელ ავთო ვარსიმაშვილთან ერთად, თავისუფლების მოედნის მეტროსა და თავისუფალი თეატრის მიმდებარედ არსებული ხეივნისთვის ნიკო გომელაურის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს, საზოგადოებრივი სივრცე დაათვალიერეს და მისი თემატური მოწყობისა და რეაბილიტაციის პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, კომისია საკითხის განხილვას დღესვე დაიწყებს, პროექტის დასრულების შემდეგ კი ქალაქში თანამედროვე, შემოქმედებითი და კრეატიული საზოგადოებრივი სივრცე გაჩნდება, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მნახველი ეყოლება.

„ანდრია ბასილაიამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მის განსახორციელებლად თბილისის მერიის მზაობაც აღნიშნა.

ნიკო გომელაურის სახელობის ხეივნის სახელდების, მისი რეაბილიტაციისა და შემდგომი მოვლა-პატრონობის საკითხში აქტიურ მონაწილეობას თავისუფალი თეატრი და მისი შემოქმედებითი ჯგუფი მიიღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა