გივი მიქანაძე - დაკავებული არიან კრიმინალების გათავისუფლებით - ოპოზიცია აიგნორებს და არ ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს

დაკავებული არიან კრიმინალების გათავისუფლებით - ოპოზიცია აიგნორებს და არ ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის პოზიციას, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებამდე ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ ნაწილობრივ ერთვებიან.

მიქანაძის თქმით, საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა, რა არის მათი დღის წესრიგი.

„დღეს ჩვენ ვართ იმ რეალობის მომსწრე, როცა ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით კეთდება ანგარიში, გუშინ ჯანდაცვის მინისტრი იყო მოსული, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ამის თაობაზე დებატები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და რისი მომსწრენი ვართ ჩვენ - ვხედავთ, რომ ოპოზიცია, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, არც გუშინ და არც დღეს ამ სხდომებს არ ესწრება მაშინ, როცა დოკუმენტის ხელმოწერით მათ ვალდებულება აიღეს, რომ სრულფასოვან საპარლამენტო ცხოვრებას განახორციელდნენ, ეს არ არის სრულფასოვანი საპარლამენტო ცხოვრება. რითი არიან ისინი დღეს დაკავებული? - დაკავებული არიან კრიმინალების გათავისუფლებით, მათთან დაკავშირებული საკითხებით, რურუა როგორ გამოვიდა ციხიდან, ეს იყო მათი აქტუალური თემა, ახლა უკვე რა ფორმით უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება ნიკა მელიამ ეს არის მათი დღის წესრიგი. საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა რა ინტერესები ამოძრავებს მათ და რა არის მათი დღის წესრიგი. ოპოზიცია აიგნორებს და არ ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს და გამოდის იქიდან, რაც არის მისი ვიწრო ინტერესები,"- განაცხადა მიქანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს