საქართველოს პრემიერ-მინისტრი EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ EBRD - ი გააგრძელებს საქართველოს განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერას ქვეყნის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ერთგული პარტნიორია, რომლისგან მიღებულმა ფინანსურმა დახმარებამ 1992 წლიდან დღემდე, დაახლოებით 4 მილიარდი ევრო შეადგინა. EBRD- ის პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძლიერი ევროპული მისწრაფებების ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზას მიჰყვება და ამ გზაზე EBRD- ის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.

საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორის და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გასულ წელს, კრიზისში დახმარების კონტექსტში განხორციელებული საქმიანობა. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოსა და ევრობანკის სამომავლო გეგმებზე, გამოწვევების დაძლევისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. საუბარი ასევე შეეხო ინვესტორთა საბჭოს ძალიან მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის აქტიურ პლატფორმას წარმოადგენს", - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს პრემიერ-მინისტრი EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით