სოზარ სუბარი - მელია ისევ იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომელსაც უნდოდა, რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში

მელია ისევ იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომელსაც უნდოდა, რომ რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში, სამწუხაროდ, ის მათ ამ თამაშში აჰყვა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, მისი თქმით, უმრავლესობის და ოპოზიციის კანონპროექტებში განსხვავება დაზარალებულის თანხმობაა და ის მზად არის ამ მსჯელობაშიც გაჰყვეს ოპონენტებს, თუ პოლიცილების თანხმობაც იქნება მოთხოვნილი.

"ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მზად არის, ევროკავშირის გირაო მიიღოს, მეორე დღეს უარყო, მესამე დღეს თქვა, რომ ისევ მზად არის. ის ისევ მოექცა იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც უნდოდა, რომ რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში, სამწუხაროდ, ის მათ ამ თამაშში აჰყვა.

რაც შეეხება ამნისტიაზე კანონპროექტებს შორის სხვაობას, სხვაობა პრაქტიკულად არ არის, ერთი და იგივეა ერთი ნაწილის გარდა. ეს არის დაზარალებულების თანხმობის საკითხი. მზად ვარ, ამაშიც გავყვე, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დაზარალებულის თანხმობაა საჭირო, მზად ვარ, მათ კანონპროექტს ხმა მივცე, მაგრამ დაზარალებული პოლიციელების თანხმობაც უნდა იყოს საჭირო, როცა მათზე თავდამსხმელებს ვასამართლებთ. ოპოზიციის მიმართ თხოვნა მექნება, ჩვენს მედიატორებს ჰკითხონ - ამ სახით კანონპროექტის მიღება მედიაციით მომზადებული დოკუმენტის შესრულებაა?! თუ შესრულება არ იქნება, გამოდის, რომ მათ წინადადებას ვერ დავეთანხმები", - განაცხადა სუბარმა.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ