„თიბისის“ და VISA-ს ინიციატივით, მომსახურე პერსონალისთვის „თიფის" დატოვება უკვე ბარათით და ტერმინალითაა შესაძლებელი

„თიბისის“ და VISA-ს ერთობლივი ინიციატივით, მომხმარებლები მომსახურე პერსონალისთვის მადლიერების ნიშნად, ე.წ. „თიფის" დატოვებას უკვე ბარათებით შეძლებენ.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, პოს-ტერმინალებს ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. შესაბამისად, სასტუმროებში, რესტორნებსა თუ კაფეებში თიფის დატოვება ნაღდი ფულის ნაცვლად, უკვე მარტივად, ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. ამისათვის კი მხოლოდ ბარათის თიბისის ტერმინალზე დადებაა საჭირო.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მომხმარებლებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ისეთ პროდუქტებს და მომსახურებას ვთავაზობთ, რაც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. აქამდე, რესტორნებსა თუ კაფეებში მადლიერების გამოსახატად, მომსახურე პერსონალისთვის თიფის დატოვება მხოლოდ ნაღდი ფულით იყო შესაძლებელი, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევდა. სიახლის დანერგვით, გვინდა, ბინზესების წარმომადგენლებს და მომხმარებლებს პროცესები მაქსიმლურად გავუმარტივოთ და თავიდან ავარიდოთ ის უხერხულობა, რაც ნაღდი ფულის არ ქონამ შესაძლოა გამოიწვიოს", - აღნიშნა „თიბისის“ გადახდების განვითარების ლიგის ლიდერმა თამუნა ჟიჟილაშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფუნქციონალის გააქტიურება ბიზნესების წარმომადგენლებს სრულიად უსასყიდლოდ, დისტანციურად შეუძლიათ. ბარათით თიფის გადახდა უკვე 200-მდე ობიექტშია ხელმისაწვდომი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს