ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისია დადებითად აფასებს იმ ცვლილებებს, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირდა

ვენეციის კომისია დადებითად აფასებს იმ ცვლილებებს, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირდა - არის ტექნიკური ხასიათის საკითხებზე მოსაზრებები, რაც არ უკავშირდება რაიმე არსებით სამართლებრივ საკითხს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.

"თუ ვენეციის კომისია იმით არის უკმაყოფილი, რომ მათი რეკომენდაციები შევასრულეთ, ეს ობიექტური შეფასების საგანია და ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. თუმცა, ცალსახად და ხაზგასმით, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს იმ ცვლილებებს, რომელიც ქართული ოცნების მიერ დაინიცირდა და რის საფუძველზეც, ჩვენ კიდევ გავაუმჯობესეთ მათი რეკომენდაციების საფუძველზე კანონმდებლობა. არის ტექნიკური ხასიათის საკითხებზე მოსაზრებები, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება რაიმე არსებით სამართლებრივ საკითხს. რაც შეეხება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეჩერდეს პროცესი და განახლდეს ამ ცვლილებების მიღების შემდგომ, ეს საკითხი დაკავშირებული იყო წინა ცვლილებებთან. ვენეციის კომისიას გახსოვთ, ჰქონდა შენიშვნა, რომ პროცესი ყოფილიყო ღია და კანდიდატს ჰქონოდა შესაძლებლობა ორჯერ გასაჩივრების. ჩვენ ეს რეკომენდაციები შევასრულეთ და სწორედ მაშინ, როცა ეს რეკომენდაციები ჯერ კიდევ არ იყო ასახული, იქ ჰქონდა ვენეციის კომისიას შენიშვნა, რომ ამ ცვლილებების გასწორების შემდგომ იყო საჭირო კონკურსის შეჩერება და შემდგომ ახალი კონკურსის გამოცხადება და ჩვენ, გახსოვთ, ვენეციის კომისიაში ვიდრე გავაგზავნიდით მაშინ ამ კანონის საფუძველზე, რაც ბოლოს მივიღეთ, კონკურსი თავიდან გამოცხადდა და ამ ახალი რეგულაციების პირობებში მიეცათ კანდიდატებს დამატებით საშუალება შეეტანათ საბუთები, ამიტომ ეს საკითხი ავტომატურად შესრულებულია და არანაირი დატვირთვა ამას უკვე აღარ გააჩნია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს