გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები, მეტწილად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მომატებულ ინტერესს უკავშირდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები, მეტწილად უკავშირდება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მომატებულ ინტერესს, რასაც ხშირად, უკვე თანამედროვე მეთოდებით ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არაკეთილმოსურნე და არამეგობრული ქვეყნის წარმომადგენლების მეშვეობით. ამის შესახებ ლილუაშვილმა პარლამენტში 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„ამ საკითხში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტრდაზვერვის დანაყოფს, რომელსაც ხელეწიფება და ახორციელებს ყოველდღიურ რეჟიმში ამ მტრულად განწყობილი ქვეყნების წარმომადგენლების, ძალების, შეფარული პირების ძირგამომთხრელი საქმიანობის განეიტრალებას. ეს უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის შეუმჩნეველია“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, არსებული, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. საინფორმაციო ომი და დაინტერესებული მხარე იყენებდა ყველა მეთოდს და საშუალებას, რათა ომი, წარმართულიყო მაქსიმალური სიმწვავით და დამაზიანებლად ჩვენი ქვეყნისთვის.

„შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ჩვენი სამსახური იმყოფებოდა მჭიდრო კომუნიკაციაში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან. ნამდვილად ხაზგასასმელია, რომ სამხედრო მოქმედებების პერიოდში, ჩვენი სამსახურის მიერ წარმატებით განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე პროვოკაციებისა თუ საომარი მუხტის გადმოტანის პრევენცია და შედეგად, უზრუნველვყავით მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ქვეყნის უსაფრთხოების ჭრილში დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების შესახებაც ისაუბრა.

„დეზინფორმაციის კუთხით, 2020 წელს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ მედიარესურსების, ინტერნეტ და კიბერსივრცის გამოყენებამ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. საინფორმაციო ომში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ აქტიურად იყო გამოყენებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები“, - განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, 2020 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფარული მოქმედებების გარკვეულ ნაწილს სწორედ კიბერშეტევები და კიბერსადაზვერვო ოპერაციები წარმოადგენდა.

„ზემოაღნიშნული ფაქტი და გასული წლების განმავლობაში დაფიქსირებული ინციდენტები მეტყველებს ქვეყანაში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სისტემის რეფორმირების და ახალ გამოწვევებზე მორგებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა