ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრა გამართეს

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვირტუალურ ფორმატში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაქერი.

„შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალი ხელმძღვანელის რანგში დაესწრო ჯეიმს ჯონი. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულება, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის უაღრესად ნაყოფიერი და თანამშრომლობითი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია. ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებს შორის დასახელდა COVID-19-ის პანდემიის დაძლევა, ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა და გამოწვევების მიუხედავად, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნება.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელთან და მის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა