ანრი ოხანაშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე“ - სამართლებრივი რეგულირება განვახორციელეთ, რაც არცერთ შემთხვევაში არ უკავშირდება აქციებს და პროტესტს

კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში - დარღვევების 80 პროცენტი ხდება ჩვეულებრივ ყოფით ურთიერთობაში და არანაირი კავშირი არ აქვს ამას შეკრებასთან და პროტესტთან, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ მას შემდეგ დააინიცირა, რაც შეთანხმება შედგა, რათა ოპოზიციური ჯგუფები განხილვებში ჩართულიყვნენ, თუმცა, ოპოზიციურმა ჯგუფებმა საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად ჩართვის პირობა არ დაიცვეს, რაც პრობლემაა.

"კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ თითქოს, ხულიგნობა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა და დაუმორჩილებლობა საპროტესტო აქციებზე ხდება და თითქოს ეს უკავშირდება შეკრებას და გამოხატვის თავისუფლებას.

თითქმის 80 პროცენტი ასეთი დარღვევების ხდება ჩვეულებრივ ყოფით ურთიერთობაში და არანაირი კავშირი არ აქვს ამას შეკრებასთან და პროტესტთან. ჩვენ ქვეყანაში, "ქართული ოცნების" პირობებში რა სტანდარტითაც არის დაცული გამოხატვის თავისუფლება, ამით საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღნოსავლეთ ევროპაში, ამიტომ არავინ არ შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. აქ საუბარია შემთხვევებზე, როცა პირი კანონდარღვევას სჩადის და საუბარია არაერთგზის, არამედ რეციდიულ შემთხვევებზე, ამიტომ ჩვენ პროპორციული სამართლებრივი რეგულირება განვახორციელეთ, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უკავშირდება აქციებს, პროტესტს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო