გრიგოლ ლილუაშვილი - ტერორიზმი ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის - კონტრტერორისტული საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, ჩვენ ვართ ძალიან დიდი კონტრიბუტორები

ტერორიზმი ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კონტრტერორისტული საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, საქართველო ძალიან დიდი კონტრიბუტორია.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, 2020 წლის განმავლობაში არ შეინიშნებოდა არც რეკრუტირების, არც ტერორისტული მოწოდებების ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, კონტრტერორზმის მიმართულებით, ბოლო წლებში გაკეთებულ დადებით შეფასებებს.

„ჩვენი სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი ერთ-ერთი სამაგალითოა და ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამსახური ხვდება ამერიკის შეერთებული შტატების წლიური ანგარიშის დადებითი შეფასების საკითხში.

ეს სასიხარულოა, როგორც ჩვენი სამსახურისთვის, ისე ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის, რადგან ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაღალ დონეზე ხორციელდება, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიმართ კონტროლისა და დევნის განხორციელების პროცესი, ასევე მაქსიმალურად ეფექტურად კონტროლდება, მათი მხარდაჭერისათვის საჭირო ფინანსური ნაკადების კონტროლიც.

2020 წელს საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო შეფასების ჯგუფი, რომელთა შეფასებაზე მეტწილად იყო დამოკიდებული ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ განხორციელებული ყველა ქმედების შეფასება. ის შანსები, რაც ჩვენ ამ ორგანიზაციებში გაწევრებას უკავშირდება, შეფასების ჯგუფმა აღნიშნული დასკვნით და მხარდაჭერით, მეტწილად გაზარდა“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასევე ისაუბრა 2020 წელს მნიშვნელოვან დაკავებაზე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასევე უკრაინელი პარტნიორების დახმარებით განხორციელდა. მისი თქმით, ეს იყო ჩვენი თანამოქალაქის, ცეზარ ტოხოსაშვილის საქართველოში ექსტრადირება, რომლიც დღეს ქართულ ციხეში იხდის 10 - წლიან სასჯელს ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლების საფუძველზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა