გიგი წერეთელი - ბევრი ადამიანი და აქტივისტი, იმის გამო, რომ პროტესტი გამოხატა, შესაძლებელია საპატიმროში მოხვდეს ან დაჯარიმდეს

სამწუხაროდ, ახლა კიდევ უფრო მეტი შანსი იქნება იმის, რომ ბევრი ადამიანი და აქტივისტი, იმის გამო, რომ პროტესტი გამოხატა და ამის კონსტიტუციური უფლება აქვს, შესაძლებელია საპატიმროში მოხვდეს ან დიდი ჯარიმით დაჯარიმდეს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კანონის ამგვარი გამკაცრება „არის შეუსაბამო იმ მთავარ მოსაზრებასთან და პრობლემასთან ქვეყანაში, რაც გულისხმობს პოლიტიკური და მიკერძოებული მართლმსაჯულების დასრულებას“.

„სამწუხაროდ, პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონს. ამგვარი გამკაცრება კანონმდებლობის, რომელიც გულისხმობს, რომ საპროტესტო ხმები და სამოქალაქო საზოგადოების აზრის გამოხატვა კიდევ უფრო საფრთხეში დადგეს და კიდევ უფრო მეტი იყოს იმის შანსი, რომ ადამიანები დაპატიმრებული იქნან პოლიტიკური პროტესტის გამო, რა თქმა უნდა, არის შეუსაბამო იმ მთავარ მოსაზრებასთან და პრობლემასთან ქვეყანაში, რაც გულისხმობს პოლიტიკური და მიკერძოებული მართლმსაჯულების დასრულებას. სამწუხაროდ, ახლა კიდევ უფრო მეტი შანსი იქნება იმისა, რომ ბევრი ადამიანი და აქტივისტი, იმის გამო, რომ მან პროტესტი გამოხატა და ამის კონსტიტუციური უფლება აქვს, შესაძლებელია მოხვდეს საპატიმროში ან დაჯარიმდეს დიდი ჯარიმით” , - განაცხადა წერეთელმა.

იხილეთ ვიდეო:გიგი წერეთელი - ბევრი ადამიანი და აქტივისტი, იმის გამო, რომ პროტესტი გამოხატა, შესაძლებელია საპატიმროში მოხვდეს ან დაჯარიმდეს

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა