ანა ბუჩუკური ანრი ოხანაშვილს -  როდესაც თქვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმაშია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთლიანი რეფორმა, ცალკე ამოგლეჯილად, დაჩქარებული წესით განხილვა გაუგებარი და მიუღებელია

ამ კანონპროექტის, მათ შორის თქვენს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება თუ რატომ განვიხილავთ დაჩქარებულად არის სრულიად გაუგებარი, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით.

როგორც ბუჩკური განმარტავს, მათთვის კეთილსინდისიერი პოლიციელის საქმიანობის ნებისმიერი ფორმით ხელშეშლა, შეურაცხყოფა მიუღებელია, თუმცა მაშინ როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთლიანი რეფორმაა, „ცალკე ამოგლეჯილად, ახლა ამის გაკეთება დაჩქარებული წესით, გაუგებარი მიზეზით გაუგებარია“.

„ბატონო ანრი, დიახ, 2018 წელი იყო, ძალიან კარგად მახსოვს 166-ე და 173-ე მუხლებში თქვენთან ერთად შევიტანეთ ცვლილება, მაგრამ არსებითი სხვაობა მიდგომებს შორის იცით რა არის, მაშინ როდესაც ჩვენ ვამკაცრებდით ან პოლიციელების მოქმედების არეალს ვზრდიდით, ამის პარალელურად ვახდენდით ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მექანიზმების გაძლიერებას. ვქმნიდით ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს, ვქმნიდით ახალ მექანიზმებს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის, ვაძლიერებდით პოლიციელების კვალიფიკაციას ანუ პოლიციელის მეტი უფლებამოსილების მინიჭება ბალანსდებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქმიანობის გაძლიერებით. განსხვავებით წინა კანონპროექტისგან, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დაჩქარებული წესით განხილვა, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი ივნისიდან ამოქმედდება, ამ კანონპროექტის, მათ შორის თქვენს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება თუ რატომ განვიხილავთ დაჩქარებულად არის სრულიად გაუგებარი. მაშინ როდესაც თქვენც იცით, რომ თქვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმაში არის სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთლიანი რეფორმა, შესაბამისად ცალკე ამოგლეჯილად, ახლა ამის გაკეთება დაჩქარებული წესით, გაუგებარი მიზეზით ჩვენთვის და საზოგადოებისთვის არის გაუგებარი და მიუღებელი. ხაზგასმით მინდა გავიმეორე, ჩვენთვის კეთილსინდისიერი პოლიციელის საქმიანობის ნებისმიერი ფორმით ხელშეშლა, შეურაცხყოფა და ა.შ. არის მიუღებელი და ეს იცის თითოეულმა პოლიციელმა ჩვენი გუნდის შესახებ და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის“, - აცხადებს ბუჩუკური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა