ეროვნული ბანკი - 2021 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 73.4 პროცენტით შემცირდა

2021 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 73.4 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამასთან, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 91.7 პროცენტი შეადგინა და წლიურად 64.4 პროცენტით დაიკლო.

„საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

„2021 წლის მარტში, გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება აზერბაიჯანიდან (-90.3 პროცენტით), სომხეთიდან (-82.8 პროცენტით) და რუსეთიდან (-85.7 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 5.0 პროცენტული პუნქტით აისახა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო