ევროპარლამენტი -  მკაცრად ვგმობთ რუსეთის მტრულ ქმედებებს და მოვუწოდებთ დაასრულოს აქტივობები, რაც საფრთხეს უქმნის ევროპაში სტაბილურობას

ევროპარლამენტის წევრებმა ხმათა უმრავლესობით რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმეს, უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაციის გაძლიერებას და ჩეხეთის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდება.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა რუსეთის მხრიდან აგრესიითა და უკრაინის მიმდინარე დესტაბილიზაციით არის განპირობებული, ასევე გამოწვეულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ მტრული ქცევით და თავდასხმებით, საარჩევნო პროცესში ჩარევებით და დეზინფორმაციის გამოყენებით, გაყალბებებითა და კიბერთავდასხმებით, საბოტაჟისა და ქიმიური იარაღის გამოყენებით.

„ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მტრულ ქმედებებს ევროპაში და მოუწოდებს მის ხელისუფლებას დაასრულოს ეს აქტივობები, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს და საფრთხეს უქმნის ევროპაში სტაბილურობას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი შეშფოთებულია უკრაინის საზღვარზე და ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის მასშტაბური სამხედრო მობილიზებით და გმობს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობით ამ მუქარის შემცველ და დესტაბილიზაციურ ქმედებებს. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ ევროკავშირმა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს და ყველა წევრ სახელმწიფოს, შეაჩერონ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ.

ევროპარლამენტარები შეახსენებს რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სრული პასუხისმგებლობა აკისრიათ ალექსეი ნავალნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება ჩეხეთში იარაღის საწყობის აფეთქებას, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დესტაბილიზაციისა და საფრთხის შემცველ საქმიანობას და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ნებისმიერი ასეთი ქმედება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა