ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან

ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, რომ გამოვა ციხიდან მელიას განცხადებებთან დაკავშირებით პასუხს გასცემს.

„ევროკავშირი რომ გეუბნება გირაოს გადაგიხდიო, ამაზე მეტი აღიარება ადამიანს ცხოვრებაში რა უნდა გინდოდეს ხომ? ყაჩაღი, მძარცველი, „ბანდიტი“, კაცის მკვლელი რომ იყო, ევროკავშირი არ გეტყოდა. თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს უბრალოდ. ციხეში ზის, რომ გამოვა, ძალიან კარგადაც გავცემ პასუხს, მანამდე ნათქვამ სიტყვებზეც, ახლა ნათქვამ სიტყვებზეც. გამოვა და ყველა იქნება ამის შემსწრე, რას ვეტყვი, როგორ ვეტყვი და როგორ პასუხსაც მიიღებს ჩემგან. ასე ზის, თუ ისე, ციხეში ზის რეალურად ხომ? - არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ელისაშვილის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.

„ხომ გეუბნებოდით, ოპოზიცია პარლამენტში შემოვა - თქო, ხომ შემოვიდნენ. „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოვა პარლამენტში. ჭრიალ-ჭრიალით მოდიან“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს