გრიგოლ ლილუაშვილი კითხვაზე, ხომ არ გეგმავს თანამდებობის დატოვებას - სიურპრიზებს არ ველოდები

სიურპრიზებს არ ველოდები ,-ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აპირებს ის თანამდებობის დატოვებას.

მან აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტში მისმა გამოსვლამ მოწონება დაიმსახურა.

"არაფერს ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში, სადაც ანგარიშვალდებული ვარ და ჩემი საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენ ხოლმე, მოწონება და შექება დავიმსახურეთ. ამიტომ, სიურპრიზებს არ ველოდები", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმები სწორედ იმ საკითხებს ეხება, რაზეც დღეს ისაუბრა.

"ჩემი მომავალი გეგმები უკავშირდება ზუსტად იმ საკითხებს, რასაც დღეს პარლამენტის წიაღში ვიხილავდით. არის დახურული და ღია თემები, თუმცა, ამ დახურულ სხდომაზე შევძელით მაქსიმალურად ყველა ინფორმაციაზე წვდომა ჰქონოდათ ჩვენს დეპუტატებს",-განაცხადა ლილუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია