ლევან გოგიჩაიშვილი - არ მგონია, კახა კუჭავა თავს იკლავდეს „ქართული ოცნების“ ინტერესების დაცვისთვის

არ მგონია, კახა კუჭავა თავს იკლავდეს „ქართული ოცნების“ ინტერესების დაცვისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, არჩილ თალაკვაძე ძალიან კორექტული თავმჯდომარე იყო და არც კუჭავაა ნეგატიური ადამიანი.

„კორექტულობის და ეტიკეტის თვალსაზრისით მას ეჭირა თავი. საბოლოო ჯამში თალაკვაძე არ არის ნეგატიური ადამიანი, არც კახა კუჭავა არ არის ნეგატიური ადამიანი, უბრალოდ, კახა პოლიტიკოსი არ არის, ტექნიკური მიმართულების ადამიანი, გადაწყვეტილების მიმღები არ არის, მაგრამ კარგი და სასიამოვნო მოსაუბრეა.

კახა კუჭავასთან ერთად სენატში ვარ ნამყოფი და შეხვედრებზე, დავდიოდით. იქ ოპოზიცია, რომ იყო, კახა საერთოდ ნეიტრალიტეტს იჭერდა. მე მიწევდა ოპონირება ოპოზიციასთან. რომ ვიხსენებ მის პოზიციონირებას უცხოელებთან არამგონია თავს იკლავდეს „ქართული ოცნების“ ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ კახა კუჭავამ დაიკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა