სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიასგან არანაირი საყვედური არ მომისმენია

პოლიტიკოსი, პარლამენტის არჩეული წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით საყვედური არ მოუსმენია.

როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მისი პოზიცია ყოველთვის ცნობილი იყო.

„მე ნიკა მელიასგან არანაირი საყვედური არ მომისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ჩემი პოზიცია როგორც საპარლამენტო ბოიკოტის, ასევე შეთანხმების პროცესის, შესაძლო კონსენსუსების თაობაზე, ყოველთვის ცნობილი იყო. არანაირი მოულოდნელობა არ ყოფილა ჩემს მიერ დაფიქსირებულ პოზიციაში. ეს იყო ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც ყოველთვის მქონდა. ვფიქრობ, მე ჩემს პოზიციონირებაში უკიდურესად თანამიმდევრული ვარ არჩევნების დღიდან, დღემდე. ნიკა მელიამ კარგად იცის, რომ გადაწყვეტილებები მივიღე სწორედ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე - ის, რასაც ვთვლი, რომ არის ამ ქვეყნის ინტერესებში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა