„ჯანმრთელობის კვლევის კავშირი“ - უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში, ტუბერკულოზის გავრცელების კუთხით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა

ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ ინფორმაციით, მსოფლიოში სიკვდილობის გამომწვევ 10 ყველაზე ხშირ მიზეზთა შორის ერთ-ერთი ტუბერკულოზია, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში, ტუბერკულოზის გავრცელების კუთხით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

2019 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ტუბერკულოზის ინციდენტობა შეადგენს 74 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე.

„ტუბერკულოზის მიკობაქტერიას შეუძლია დააზიანოს ადამიანის პრაქტიკულად ყველა ორგანო და გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის ტუბერკულოზი, თუმცა მათ შორის ყველაზე ხშირია ფილტვის ტუბერკულოზი.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ინფიცირებულია ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2019 წელს ტუბერკულოზის დაახლოებით 10 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 5.6 მილიონი იყო მამაკაცი, 3.2 მილიონი ქალი და 1.2 მილიონი ბავშვი (მ.შ. 200 000-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა). აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს ტუბერკულოზით გარდაცვლილი 1.4 მილიონი ადამიანიდან 208 000 აივ ინფიცირებული იყო.

2018-2019 წლებში ტუბერკულოზის მკურნალობის კურსი 1.4 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა, რაც WHO 2018-2022 სტრატეგიით გათვალისწინებულის (რომელიც 5 წლიან პერიოდში 40 მილიონი ადამიანის მკურნალობას გულისხმობს) მხოლოდ მესამედია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. 2019 წელს, მსოფლიოში, რეზისტენტული ტუბერკულოზის 465 000 შემთხვევა აღიწერა, საიდანაც მკურნალობაზე წვდომა მხოლოდ 40% -ს ჰქონდა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში, ტუბერკულოზის გავრცელების კუთხით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. 2019 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ტუბერკულოზის ინციდენტობა შეადგენს 74 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე (ანუ სულ 3000-მდე შემთხვევა).

საქართველოში მოქმედებს პროგრამა ,,ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა“, რომლის ფარგლებშიც ხდება ტუბერკულოზზე საეჭვო ყველა შემთხვევის უზრუნველყოფა საჭირო გამოკვლევებითა და მკურნალობით.

„ტუბერკულოზთან ბრძოლაში წარმატებისათვის აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, რაც აუმჯობესებს დაავადების დროულ გამოვლენას. ამ მიზნით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ტუბერკულოზის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

კამპანია მიმდინარეობს სლოგანით ,,ყველა ერთად ტუბერკულოზის წინააღმდეგ“ და მიზნად ისახავს აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას ქვეყანაში და უშუალოდ რეგიონში ამ დაავადებასთან დაკავშირებით არსებული სერვისების შესახებ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო