ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ მათი პროექტის „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების კვლევა განახორციელა, რომლის ფოკუსს წარმოადგენდა საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების არსებული რესურსების, სტრუქტურისა და მუშაობის სისტემის მოკლვევა და მათი გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება.

„კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 76 ახალგაზრდული ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩატარდა 15 სიღრმისეული ინტერვიუ.

კვლევის შედეგად გამოვლინდა ახალგაზრდულ სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები.

23 აპრილს ორგანიზაციამ კვლევის ანგარიში საერთაშორისო და სამთავრობო უწყებებთან, 26 აპრილს კი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტთან წარადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აკისრიათ, აუცილებელია ახალგაზრდული ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესწავლა. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის, „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ ფარგლებში, განვახორციელეთ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებების კვლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტია, ვინაიდან, ასეთი ტიპის კვლევა საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. კვლევის ანგარიშის მესამე პრეზენტაცია გავმართეთ ონლაინ ფორმატში, რათა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის ჩვენი პროექტის მონაწილეებს მთელი საქართველოდან, მაქსიმალურად ჰქონოდათ დასწრების და დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა. კვლევის შედეგები დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება, არსებული სიტუაციის გაანალიზებაში, გამოწვევებისა და პრობლემების იდენტიფიცირებაში და სამომავლოდ უკეთესი გარემოს შექმნაში, სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ექნებათ მდგრადი სისტემა და განვითარების ხელშეწყობა“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო