რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს ებრაულ თემს ლაგ ბა-ომერის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუდეველებს, საქართველოს ებრაულ თემს ლაგ ბა-ომერის დღესასწაულს ულოცავს.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, ლაგ-ბა-ომერი მხიარული დღესასწაულია, ამ დღეს ებრაელები ზეიმში, ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ.

“დღეს იუდეველები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, ლაგ-ბა-ომერს ზეიმობენ. ლაგ ბა-ომერი უძველესი იუდეური დღესასწაულია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, რომაელთაგან დაპყრობილ ისრაელში თორის სწავლების აკრძალვასა და ებრაელთა პროტესტს, რომაელებზე ებრაელთა გამარჯვებას უკავშირდება. ლაგ-ბა-ომერი მხიარული დღესასწაულია, ებრაელები ამ დღეს ზეიმში, ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლაგ ბა-ომერს ყველა იუდეველს, საქართველოს ებრაულ თემს და კეთილდღეობას, წარმატებას უსურვებს მათ”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა