„სამართლიანი არჩევნები“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაწესებული ნორმები ხშირად რეპრესიულ მექანიზმადაა გამოყენებული

„სამართლიანი არჩევნები“ პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე დაწესებული ნორმები ხშირად რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორისა და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით, ამ სფეროში საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს.

„საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ნორმები, ხშირად რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ.

რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა, მათ შორის ღამის საათებში, მაშინ როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკითხის განხილვაში საზოგადოების ფართო ჩართულობას და ინკლუზიურობას გამორიცხავდა.

სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას, რადგან არსებული მოძველებული კოდექსი, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითაა შემოღებული, ვერც ფორმითა და, მით უფრო, შინაარსით, ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს.

საჭიროა, გამჭვირვალე რეფორმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით, გახორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა ამ სფეროში, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვისა და ადმინისტრაციული გადაცდომის სფეროში თანამედროვე ადმინისტრაციული პრაქტიკის დამკვიდრების ინტერესებს”, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო