26-29 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა

26-29 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყება საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში და დაწესებულ უქმეებზე, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 13 მაისიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახში გააგრძელონ.

„უქმე დღეების დაწყებამდე, საქართველოში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართა. ქვეყანაში გაზრდილი კოვიდინფიცირების მიუხედავად, სამინისტრომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარმართულიყო და სკოლებში შეზღუდვები მხოლოდ წერტილოვანი ყოფილიყო.

სწორედ ამიტომ სამინისტრო მადლობას უხდის სასკოლო საზოგადოებას და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ყველაფერი გააკეთა სკოლებში უსაფრთხოებისთვის შენარჩუნებისთვის და კვლავ თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში და დაწესებულ უქმეებზე, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 13 მაისიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახში გააგრძელონ.

26-29 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი იდენტურია წინა კვირისა, რაც საგანმანათლებლო სისტემისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 106 სკოლა და 180 ცალკეული კლასი, რაც წინა კვირასთან შედარებით გაზრდილი რაოდენობაა.

მცირედ დაკლებულია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობაც, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 115 მასწავლებელი იმყოფება.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, თითოეული ადამიანი გამოიჩენს მოქალაქეობრივ შეგნებას და ზედმიწევნით დაიცავს დადგენილ წესებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!