ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მისი მამის კი დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო მასთან ერთად დაჭრილი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა ხერხემლის არეში, პაციენტის მდგომარეობა იყო შოკური. გაეწია სათანადო დახმარება, რის შემდეგაც გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში. კვლევების შედეგად დადგინდა გულ-მკერდის მეოთხე მალის, განივი მორჩების და წვეტიანი მორჩის ფრაგმენტული მოტეხილობა. მეორე პაციენტი შემოყვანილია, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, 112 ბრიგადის მიერ. მას აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახისა და თავის არეში. ცეცხლნასროლი ჭრილობა ტერფის მიდამოში. ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე",- აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ უაქციზო სიგარეტი ჰქონდათ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო