ლაშა დამენია - „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც მოსვლის დღიდან მძევლების თავისუფლებით ვაჭრობს, არანაირ მოლაპარაკებებზე წასვლა არ შეიძლება

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც მოსვლის დღიდან მძევლების თავისუფლებით ვაჭრობს, არანაირ მოლაპარაკებებზე წასვლა არ შეიძლება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.

მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ესმის მხოლოდ პროტესტის და ზეწოლის ხმა, რომლითაც საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა მიღწეულიყო.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა სამი მოსმენით იქნა გატანილი პარლამენტში. სამწუხაროა თვითონ ის ფაქტი, რომ პარლამენტში ერთი კრიტიკული აზრიც არ იყო ამ მიმართულებით გაჟღერებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“, რომელიც მოსვლის დღიდან მძევლების თავისუფლებით ვაჭრობს, არანაირ მოლაპარაკებებზე წასვლა არ შეიძლება. ვფიქრობ, ამერიკის საელჩოს განცხადებაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ესმის მხოლოდ პროტესტის და ზეწოლის ხმა, რომლითაც აუცილებელი უნდა ყოფილიყო საქართველოში მიღწეულიყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - აღნიშნა ლაშა დამენიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს