ირაკლი ქადაგიშვილი - საკანონმდებლო პროცესს „ნაცმოძრაობის” დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ - დროა პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, პარლამენტში მოვიდნენ და სრულყოფილად იმუშაონ

ჩვენ საკანონმდებლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ - პარლამენტი ვერ იქნება პარალიზებული იმის გამო, რომ მთელი რიგი პარტიები კონსტიტუციითა და ამომრჩევლის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად არ ასრულებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე, აშშ-ს საელჩოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ქადაგიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპუტატებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ, კანონპროექტის განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა.

„დეპუტატებმა ოპოზიციიდან, ვინც პარლამენტში დადიან, მონაწილეობა მიიღეს და მათი აზრი გათვალისწინებული იყო. შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში არ ჩაერთონ სრულყოფილ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ამას ვხედავთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, შესაბამის დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვექნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ს საელჩოს განცხადებაში აქვს მეორე ნაწილი, სადაც ლაპარაკია, რომ პარტიებმა უფრო აქტიურად იმუშაონ პარლამენტში.

„მეორე ნაწილიც წავიკითხოთ - ალბათ დრო არის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ ხელშეკრულებას, პარლამენტში მოვიდნენ და სრულყოფილად იმუშაონ“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ძალიან იმედგაცრუებული არიან მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.

როგორც განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

„ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. "ქართულ ოცნებას", როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით "ქართულმა ოცნებამ", ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა