ვახტანგ კალოიანი - დედამიწაზე ვცხოვრობთ და ქვეყანას ვერავინ ჩაკეტავს - „ინდური შტამი“ პრობლემურია, მაგრამ განსაკუთრებული დრამატიზებისგან თავს შევიკავებ

ჩვენ ინფიცირების მორიგი ზრდა გვაქვს, რაც, როგორც მორიგი ტალღა შეიძლება ისე ითარგმნოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რეგულაციები, რომელიც უნდა იყოს პროგნოზირებადი. ამასთან, როგორც კალოიანმა განაცხადა, როცა პრეზიდენტი არღვევს „კომენდანტის საათს“, მოქალაქეს მკაცრად ვერ მიუთითებ, რომ მოთხოვნები შეასრულოს.

„ჩვენ მორიგი ზრდა გვაქვს ინფიცირების, რაც როგორც მორიგი ტალღა შეიძლება ისე ითარგმნოს. როცა პრეზიდენტი არღვევს „კომენდანტის საათს“ გასაგებია, ვთქვათ, რომ მოქალაქეს ისე მკაცრად ვერ მიუთითებ შეასრულოს ეს მოთხოვნები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რეგულაციები, რომელიც უნდა იყოს პროგნოზირებადი. ძალიან ხშირად გადაწყვეტილებები ზოგჯერ გვიან მიიღება“, - განაცხადა კალოიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსის „ინდურ შტამს“, როგორც კალოიანი აღნიშნავს, ამის გამო ქვეყანას ვერავინ ჩაკეტავს.

„ადამიანები, ვისაც უფიქსირდებათ ინდოეთში მოგზაურობა, მათ 14 - დღიანი კარანტინი ექნებათ, ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება. მთავარია ეს განხორციელდეს და ხვრელები არ იყოს. დედამიწაზე ვცხოვრობთ და ქვეყანას ვერავინ ჩაკეტავს. თვითონ „ინდური შტამი“ პრობლემურია, მაგრამ განსაკუთრებული დრამატიზებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა კალოიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს