UNICRI - საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით

გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტი (UNICRI), საქართველოში უკანონო ფინანსურ ნაკადებთან დაკავშირებით, კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და არაკანონიერი ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რაც რეგიონისთვის დადებით მაგალითს წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, კვლევაში გაცნობიერებულია ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვეყანას კვლავ უწევს გარკვეულ დანაშაულთან გამკლავება.

„კვლევის თანახმად, საქართველოში ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობა ქურდობას, თაღლითობას, კიბერდანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს, ქონებრივ და ფინანსურ დანაშაულს მოიცავს.

კვლევა შეიცავს რეკომენდაციებს არაკანონიერი ფინანსური აქტივების მოძიებისა და ჩამორთმევის მექანიზმის გაუმჯობესების საკითხებზე.

გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტი, აღნიშნულ ანგარიშში, საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გამო მადლობას უხდის.

საქართველოს პროკურატურა დიდ ყურადღებას უთმობს UNICRI-ის ანგარიშს და მადლობას უხდის გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტს გაწეული ძალისხმევისთვის. კვლევაში ასახული რეკომენდაციები, უწყების მიერ გათვალისწინებული იქნება შემდგომ საქმიანობაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს