ლევან თევზაიამ წყალტუბოში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ თამარ ლეთოდიანს ეტლი და სააღდგომო ნობათი გადასცა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ წყალტუბოში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თამარ ლეთოდიანი მოინახულა, მას საჩუქრად ეტლი და სააღდგომო ნობათი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით და სხვა გადასაადგილებელი საშუალებებით დახმარება, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო