გიორგი ვაშაძე - მარცხის ფორმულაა, თუ ადგილობრივ არჩევნებში ყველა ოპოზიციური პარტია მხარს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს - მზად ვარ, ამბიცია გადავწიო და მძლავრ კანდიდატზე ვიფიქროთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატისთვის მხადაჭერა „მარცხის ფორმულა“ იქნება.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მესამე მძლავრი პოლიტიკური ძალა უნდა შეიქმნას, რომელიც საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა თვითონ ოპოზიციის საერთო კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მზადაა, საკუთარი ამბიცია უკან გადაწიოს.

„მარცხის ფორმულაა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირება არჩევნებზე, სამწუხაროდ, ვიცით როგორც მთავრდება - ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია.

კანდიდატებზე არ გვისმჯელია, რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემი აზრით, მზად ვარ პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან. საერთო, მძლავრ კანდიდატზე ვიფიქროთ და ჩემი თავი არ ჩავუსვა კონკურენტად ამ მსჯელობაში“,- განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს